ფრანკლინის კლუბი: ფრანკლინის აკადემია

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

ფრანკლინის აკადემია

ვისთვისაა

IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეები

როგორ ისწავლება

კურსის დროს გამოყენებული იქნება კომბინირებული მეთოდები, რომლებიც მოიცავს ინტერაქციულ ლექციებს, დისკუსიებს, დებატებსა და სიმულაციებს. 

რას იღებთ

ფრანკლინის აკადემიის 101 მოდული ფარავს ექვს საგანს ოთხი კვირის განმავლობაში. თითოეული საგნის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ცოდნას. თეორიული ცოდნის უკეთ ასათვისებლად აკადემია ითვალისწინებს პრაქტიკულ მოდულებსაც. ფრანკლინის აკადემიის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები საჩუქრდებიან წამახალისებელი პრიზებით.

ფრანკლინის აკადემია ფრანკლინის კლუბის მიერ შემუშავებული ოთხკვირიანი პროგრამაა, ლექციები ტარდება შაბათ-კვირას და მათ უძღვებიან ფრანკლინის კლუბის თანამშრომლები და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას; ლექციებზე მიღებულ ცოდნას მონაწილეები სემინარებზე პრაქტიკაში იყენებენ სხვადასხვა სახის აკადემიურ დებატებსა და სიმულაციებზე. კურსის ფარგლებში ეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლები საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში.