„ფრანკლინის კლუბი“ არის ასოციაცია, რომელიც ემსახურება კლასიკური ლიბერალური / ლიბერტარიანული ღირებულებების გავრცელებას და წევრთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.

„ფრანკლინის კლუბის“ მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები საგანმანათლებლო და მედია პროექტებს, კვლევებს, პოლიტიკურ დისკუსიებს, სამოქალაქო აქტივიზმსა და კონსალტინგს მოიცავს. კლუბი ღიაა სხვადასხვა ტიპის ინიციატივებისთვის, რომლებიც კლასიკურ ლიბერალურ საზოგადოებას გააძლიერებს.

 

მისია და ხედვა

სოციალისტურ და კონსერვატიულ ხედვებს შორის გახლეჩილ სამყაროში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლასიკური ლიბერალიზმის ღირებულებებისა და გადაწყვეტების გამოცოცხლება, განვითარება და პოპულარიზაცია. გვჯერა, რომ სხვადასხვა სახის თავისუფლება ერთმანეთს მხოლოდ ავსებს: პირადი თავისუფლება არ არის მდგრადი ეკონომიკური თავისუფლების გარეშე და პირიქით.

იმედი გვაქვს, რომ თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ხელშეწყობასთან ერთად, ამ პროცესს რაიმეს ახალს შევმატებთ. ჩვენი ქვეყნის დროსა და სივრცეში მდებარეობა, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების, კულტურებისა და ცივილიზაციების გზაჯვარედინზეა, უშუალოდ სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევების ფართო სპექტრს გვაძლევს. ეს მოიცავს კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ რეჟიმებს, ასევე დასავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ღირებულებებს შორის მიმდინარე კულტურულ შეტაკებებს.

 

რას ვაკეთებთ

„ფრანკლინის კლუბი“ არის კლასიკურ ლიბერალთა და ლიბერტარიანელთა ასოციაცია, რომელიც ემსახურება ინდივიდუალური არჩევანისა და საბაზრო ეკონომიკის, როგორც წარმატებული და თავისუფალი საზოგადოების აუცილებელი პირობების, იდეის გავრცელებას. კლუბი ისეთ ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც თავისუფლების იდეების სხვადასხვა საშუალებით პოპულარიზაციის გამოცდილება აქვთ. ისინი აკადემიური წრის, კერძო სექტორის, განათლებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლებიც კი არიან. ფრანკლინელები მრავალფეროვანი ტექნიკური უნარებითა და გამოცდილებით აღჭურვილი ადამიანები არიან, მათ შორის ეკონომისტები, მონაცემთა მეცნიერები, იურისტები და პოლიტიკური ფილოსოფოსები.

 

ჩვენი პროექტები

ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანკლინის აკადემიამ სტუდენტთა თოთხმეტ ნაკადს უმასპინძლა. ფრანკლინის აკადემია ფრანკლინის კლუბის მიერ შემუშავებული ერთთვიანი პროგრამაა, რომელიც ეკონომიკით, პოლიტიკით, ადამიანის უფლებებითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გარღმავებაში ეხმარება. ჯამში, ფრანკლინის სკოლის თოთხმეტ ნაკადში მონაწილეობა 1400-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომლებიც  აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა სახის აკადემიურ დებატებსა და სიმულაციებში. ფრანკლინის აკადემიის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სერტიფიკატები და ბასტიას, რენდის, მიზესისა და ჰაიეკის წიგნები გადაეცათ.

ფრანკლინის კლუბი ასევე აორგანიზებს ღია პანელურ დისკუსიებს სხვადასხვა თემატიკაზე Franklin Talks-ის პროექტის. Franklin Talks-ის პროექტის ფარგლებში გასული თვეების განმავლობაში მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს  საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და საერთაშორისო ვაჭრობა, ისაუბრეს ბიზნესისა და რეგულაციების თემატიკაზე. პროექტის ფარგლებში მოეწყო დებატები ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონთან (თავისუფლების აქტი) დაკავშირებით. Franklin Talks-ის კიდევ ერთი პლატფორმა ეკონომიკურ ინიციატივებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა წარადგინეს ერთი კონკრეტული ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც თავად გაატარებდნენ. 

ფრანკლინის აკადემიისა და Franklin Talks-ის პარალელურად, ფრანკლინის კლუბის წევრები სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე დარგის ექსპერტებთან ერთად პოდკასტებსაც წერენ Franklin Podcast-ის ფარგლებში. პოდკასტის სხვადასხვა ეპიზოდი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: ხელოვნურ ინტელექტს, მისი შესაძლებლობების ზღვრებსა და პოტენციურ საფრთხეებს, ავღანეთის  კრიზისს,  მის გამომწვევ მიზეზებს და სამომავლო პერსპექტივებს და საქართველოს მონეტარული პოლიტიკას. 

 

რატომ გვქვია ფრანკლინის კლუბი

რა აქვს საერთო ჩვენს ასოციაციას ბენჯამინ ფრანკლინთან? ფრანკლინი მთელი კარიერის მანძილზე იცავდა პიროვნულ, რწმენის, სიტყვის და ეკონომიკურ თავისუფლებას. მისი საზოგადოებრივი აქტივობა მოიცავდა ათწლეულების მანძილზე გავლენიან პუბლიცისტიკას და დაგვირგვინდა აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და იმ დროისთვის რევოლუციური კონსტიტუციის მიღებაში აქტიური მონაწილეობით.

ფასეულობრივი ფუნდამენტის გარდა, ფრანკლინი ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა ცოდნის გავრცელებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობას. ის მონაწილეობდა ბიბლიოთეკების დაარსებასში და სხვა სხვა საგანმანათლებლო წამოწყებებში. ამავდროულად, ფრანკლინი იყო ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამომგონებელი. 

თუმცა, ჩვენი ასოციაციის დაარსებისას, ფრანკლინის სახელის არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება გაერთიანებების როლის მიმართ. ახალგაზრდობიდან დაწყებული ფრანკლინი საზოგადოებრივი და პიროვნული განვითარების მიზნებით აარსებდა, მონაწილეობდა და აქტიურად იყენებდა გაერთიანებებს, რომელიც ორიენტირებული იყო სხვადასხვა ადამიანის უნარების მობილიზებაზე და ურთიერთმხარდაჭერაზე.