,,ფრანკლინის აკადემია'' ფრანკლინის კლუბის მიერ შემუშავებული ოთხკვირიანი პროგრამაა, ლექციები ტარდება შაბათ-კვირას და მათ უძღვებიან ფრანკლინის კლუბის თანამშრომლები და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას; ლექციებზე მიღებულ ცოდნას მონაწილეები სემინარებზე პრაქტიკაში იყენებენ სხვადასხვა სახის აკადემიურ დებატებსა და სიმულაციებზე. კურსის ფარგლებში ეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლები საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში.

ფრანკლინის აკადემიის 101 მოდული ფარავს ექვს საგანს ოთხი კვირის განმავლობაში. თითოეული საგნის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ცოდნას. თეორიული ცოდნის უკეთ ასათვისებლად აკადემია ითვალისწინებს პრაქტიკულ მოდულებსაც. ფრანკლინის აკადემიის 101 მოდულში ისწავლება შემდეგი საგნები:

  • შესავალი პოლიტიკაში
  • პოლიტიკური იდეოლოგიები
  • ეკონომიკა
  • ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა
  • საერთაშორისო ურთიერთობები

ამასთანავე, ფრანკლინის აკადემიის კურსდამთავრებულები შეიძენენ:

გამოცდილებას - აკადემიაში მონაწილეობა არის დაუვიწყარი, ცხოვრებისეული გამოცდილება. თქვენ იგრძნობთ თავს საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტებად – და საბოლოოდ გადაწყვეტთ, გინდათ თუ არა უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ პოლიტიკის, იურისპრუდენციის და ეკონომიკის სფეროები.
მეგობრებს - ყველაზე მნიშნველოვანი, რაც არის ადამიანის ცხოვრებაში, არის კარგი მეგობრები – აქ თქვენ გაიცნობთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენნაირი ინტერესები და სურვილები აქვთ, ვისაც სურს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.
პრაქტიკას - გამოიყენეთ ლექციებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში – სემინარის მიზანია მიღებული ცოდნის მაქსიმალურად ათვისება და მისი პრაქტიკაში გამოყენება. დებატები, იმიტირებული არჩევნები, სამიტები – ყველაფერი ცოდნის გამოყენებისთვის.

ფრანკლინის აკადემიის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები საჩუქრდებიან წამახალისებელი პრიზებით.

 

ფრანკლინის აკადემია 2

ფრანკლინის აკადემიის ერთთვიანი კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ ფრანკლინის აკადემიის მეორე ეტაპზე.
ფრანკლინის აკადემიის მეორე ეტაპი ოთხი სხვადასხვა მოდულისგან შედგება:

  • საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მოდული
  • სამართლის მოდული
  • ეკონომიკისა და ბიზნესის მოდული
  • ხელოვნების მოდული
საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მოდული

საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მოდულში მსურველები უფრო სიღრმისეულად ისწავლიან XXI საუკუნის პოლიტიკურ იდეოლოგიებს, რომლის ფარგლებში განიხილავენ ისეთ თანამედროვე იდეოლოგიებს, როგორიცაა - ფემინიზმი, ანარქიზმი, ეკოლოგიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ტრანსჰუმანიზმი.
საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მოდული ასევე მოიცავს პოლიტიკის შესავლის მეორე ელემენტს, რომელიც შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა - კონსტიტუცია და მართლმსაჯულება, შეიარაღებული ძალები და პოლიცია, პოლიტიკა და მას-მედია.
საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მოდულის სტუდენტები ასევე დაეუფლებიან რიტორიკის ხელოვნებას, რომლის ფარგლებშიც გაიუჯმობესებენ კრიტიკულ აზროვნებას, ლაპარაკის კულტურას, ისწავლიან რიტორიკის სტილებს, ფორმისა და „პერსონაჟის“ გამომუშავებას. საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მოდულში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო ურთიერთობებს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ვაჭრობა, გლობალური უსაფრთხოება და გამოწვევები და ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე საკითხები.

სამართლის მოდული

სამართლის მოდული ჩაშლილია ოთხ სალექციო დღედ, რომლის განმავლობაშიც მიმოხილული იქნება სამართლის ისტორიული რაკურსი, ადამიანის უფლებები მე-19 საუკუნის ქართულ პუბლიცისტიკაში, სამართლის ძირითადი დარგები. ასევე იქნება რამდენიმე case study და შეხვედრა მოსამართლესთან, ადვოკატთან და პროკურორთან. მოდულის ბოლოს კი ჩატარდება იმიტირებული სასამართლო პროცესი.

ეკონომიკის და ბიზნესის მოდული

ბიზნესის და ეკონომიკის მოდული ჩაშლილია სამ საგნად, მოდულის ხანგრძლივობაა 16 საათი. აღნიშნულ მოდულში განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა ბიზნესის საფუძვლები - მარკეტინგი, მენეჯმენტი, პროექტების მართვა, ეკონომიკა - მაკრო და მიკრო ფრანკლინის აკადემიის მეორე ეტაპის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები მიიღებენ წამახალისებელ პრიზებს.

ხელოვნების მოდული

ხელოვნების მოდული არის “ფრანკლინის აკადემიის” ახალი მიმართულება. 
ერთ თვიანი სალექციო კურსის ფარგლებში, მონაწილეებს წაუკითხავენ ლექციებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

ხელოვნების მოდულის ძირითადი მიმართულებებია:

•კინოხელოვნება;
•მხატვრული ლიტერატურა;
•მუსიკა; 
•სახვითი ხელოვნება;
•თეატრი.