ფრანკლინის კლუბი: სახელმწიფო არ არის მშობელი

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

სახელმწიფო არ არის მშობელი

ივნ 14, 2022 blog მარიამ კილასონია

 თბილისის საკრებულომ ჯერ 2006, ხოლო შემდგომში 2014 წელს დააწესა რეგულაცია, რომელიც კრძალავს გარე ვაჭრობას. გარე ვაჭრობად მიჩნეულია ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარზე, დასასვენებელ ადგილებში სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. ეს თემა მუდმივად აქტუალური და საკამათო იყო და მარავალჯერ მოჰყოლია პროტესტიც მოსახლების მხრიდან. მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კვლავ გამკაცრდა გარე ვაჭრობის კანონი, რომლის აღსრულებასაც კონკრეტულ ადგილებზე შსს-ს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. 

 

ცხადია, მთავრობები ამ კანონით მუდმივად სპეკულირებდნენ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ხალხის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, და ეს ძირითადად არჩევნების პერიოდს უკავშირდება ხოლმე. ისინი უკან იხევენ და კონტროლის მექანიზმებიც ნაკლებად მკაცრია, თუმცა პერიოდულად ადამიანებს უწევთ რეგულაციებიდან გამომდინარე შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა და შესაბამისად დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ტექსტის მიზანია არსებული რეგულაციის კრიტიკის საფუძველზე ვცადოთ და დავამტკიცოთ, თუ რატომაა გარე ვაჭრობის აკრძალვა მორალურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად არასწორი ქმედება მთავრობის მხრიდან. 

 

 პირველი და უმთავრესი არგუმენტი, რომლითაც ამ რეგულაციის მომხრეები გამოდიან ესაა ქალაქის იერსახესა და ქუჩების გადატვირთულობაზე ზრუნვა. ხშირად ისმის რიტორიკაც, რაც ძირითადად ევროპული, განვითარებული ქვეყნების მაგალითების განხილვას მოსდევს ხოლმე. ეს არგუმენტი ჩანასახშივე მცდარია. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება  იმ ქვეყნებს, სადაც ეს რეგულაციები ეფექტურად მუშაობს, მეორე- შეუძლებელია სხვა ქვეყნის პრაქტიკა შეუცვლელად დანერგო შენს ქვეყანაში თუ მას არ აქვს საბაზისო განვითარების დონე და არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს. მსგავსი რეგულაციის შემოღება ჰგავს ქვეყნის უკუღმა მოწესრიგებას, რაც აპრიორი არაეფექტურია. შეუძლებელი და ალოგიკურიც კია ეკონომიკური ბაზისის გაუმჯობესების გარეშე ისეთ საკითხებზე ზრუნვა, როგორიც გარე ვაჭრობის აკრძალვა ან ტაქსების შესახებ ახალი რეგულაციაა. 

 

მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი ესაა მოსახელობის იმ ნაწილის სურვილის გათვალისწინება, რომელსაც დისკომფორტს უქმნის გარე მოვაჭრეთა საქმიანობა. ამ მაგალითიდან კარგად ჩანს წმინდა დემოკრატიის ის მანკიერება, რაც მას არასრულყოფილს ხდის. უმრავლესობის მოსაზრებებს ყოველთვის ეწირება იმ ადამიანთა სურვილები და უფლებები, რომლებსაც წესით თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ამა თუ იმ სიკეთით სარგებლობაზე. იმ ტერიტორის ფუნქციის განსაზღვისას და გამოყენებისას, რომელზეც არსებული რეგულაციებით იკრძალება გარე ვაჭრობა, თანასწორი უფლებით უნდა სარგებლობდნენ ადამიანები, რადგან ესაა საჯარო სივრცე, ადამიანების მფლობელოობაში არსებული ტერიტორია და არა კონკრეტული პირის კერძო საკუთრება. უმეტეს შემთხვევებში ესეც მთავრობის მიერ გამოყენებული მცდარი არგუმენტია, რომლის მიზანი მანიპულაციაა. 

 

Კიდევ ერთი არგუმენტი, რომლითაც მთავრობა ხშირად სპეკულირებს, ესაა მოსახელობაზე ზრუნვა. მათი აზრით, გარე მოვაჭრეები შესაძლოა ყიდდნენ ისეთ საქონელს, რომელიც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იგულისხმება ძირითადად მალფუჭებადი პროდუქტები. აქ მკაფიოდ ჩნდება პრობლემის არსებობის ძირეული მიზეზი. საქართველოს მთავრობები, როგორც საბჭოთა პერიოდის გადმონაშთები, დღემდდე მიიჩნევენ, რომ ხალხზე ზრუნვის მოტივით მათ აქვთ უფლება იმაზე დიდი ძალა მიანიჭონ საკუთარ კანონებს, ვიდრე თავად ადამიანის პირად სურვილსა და არჩევანის თავისუფლებას. ადამიანების რაციონალურობაში ეჭვის შეტანა ნიშნავს პრეტენზიულ განაცხადს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ ადამიანზე უკეთ მთავრობა განსჯის რა არის მისთვის სასარგებლო და რა საზიანო. ნეგატიური თავისუფლება, როგორც ჩანს მხოლოდ ილუზიაა ქართველი ხალხისთვის. იგივე პოლიტიკა ვრცელდება მარიხუანას ლეგალიზაციის შემთხვევაშიც და აზარტული თამაშების აკრძალვისასაც. მძაფრი პატერნალიზმი, ქართულ პოლიტიკას მემკვიდრეობად ერგო საბჭოთა სისტემიდან. არადა ცხადია, “მთავრობა არაა მშობელი, რომელიც მკაცრი ტონით გვიკრძალავს ქმედებებს და გვტუქსავს არადისციპლინურობისთის, ისაა ფორმა, რომლის დახმარებითაც ადამიანებს ეძლევათ შანსი, რომ უკეთესი თანაცხოვრება შეძლონ.” (მილტონ ფრიდმანი)

 

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ვაჭრობის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში მუდმივად არსებობდა. ამისი გამოძახილია ისიც, რომ თითქოს მთავრობა მათ უკეთეს პირობებს სთავაზობს, თუმცა ამ ადამიანებს, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ურჩევნიათ ქუჩაში დარჩნენ. ცხადია არც ისე სასურველ პირობებთან ერთად მთავრობა მათ სთვაზობს გადასახადს, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ვერც კი ფარავდეს დღიური ნავაჭრი. ვაჭრობის მიზანი კი მოგებაა და ამაში არც რაიმე ამორალურია და არც დასაგმობი. მეტიც, ვაჭრობას, როგორც ეკონომიკურ სამქიანობას უდიდესი დოვლათის შექმან შეუძლია. ქვეყნის ზოგადი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობ აშკარა ანაქრონიზმი და არაიერარქიულობა რეგულაციებს შორის უდიდეს დისკომფორტს და პრობლემებს წარმოშობს ხალხისთვის. თანმიმდევრულობა პოლიტიკასა და სამართალში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ლოგიკურობა და საჭიროების გათვალისწინება. 

 

 ნებისმიერი ადამიანი ვისაც ეკონომიკის შესახებ თუნდაც ერთი სტატია წაუკითხავს, მარტივად დაგიდასტურებთ აქსიომად ქცეულ პრინციპს: თუ არსებობს მოთხოვნა, იარსებებს მიწოდება და პირიქით. მეტიც, ეკონომიკის ცოდნის გარეშეც, ამ მოსაზრებაში უმარტივესი ლოგიკა დევს. თუ კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან გარკვეული საფასურის სანაცვლოდ პროდუქტები არა სუპერმარკეტში ან სპეციალურად მოწყობილ ბაზრობებზე, არამედ ქუჩაში შეიძინონ (ესიგი არსებობს მოთხოვნა), აუცილებლად იარსებებს ადამიანი, რომელიც მზად იქნება მიწოდებაზე იზრუნოს. მსგავსი ეკონომიკური პროცესების რეგულაციებში მოქცევა ნიშნავს წონასწორობის დარღვევას, ეს კი განსაკუთრებით მძმეა ისეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. 

 

გამოსავალი იმაზე მკაფიო და მარტივია, ვიდრე ჩვენ შეიძლება ამ მსჯელობისას წარმოგვედგინა. ესაა თავისუფალი საბაზრო სისტემა, რაშიც მოიაზრება დერეგულაცია. ადამიანი რაც უფრო თავისუფალდ გრძნობს თავს საკუთარი საქმიანობის სფეროში, მეტი სტიმული აქვს ფინანსური კეთილდღეობა გაზარდოს, ამით კი საკუთარ თავთან ერთად სახელმწიფოსაც არგოს. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკაში ვაჭრობის წილი ასეთი დაბალია, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს განვითარებისთის საჭირო სტიმულებს. სხვა ქვექნების მაგალითების მოყვანას თუ გადავწყვეტთ, მნიშვნელოვანია ათვლაც სწორედ იმ ნიშნულიდან დავიწყოთ, რომელზეც ახლა საქართველოა. და თუ სახელმწიფოს მიზანი ბიუჯეტის გაზრდაა, ღარიბი ადამიანების ჯიბეში ხელის ჩაყოფას, ხომ არ სჯობს ამ ადამიანებს ჯერ გამდიდრების საშუალება მივცეთ, ხოლო რეგულაციები და გადასახადები შემდეგ დავუწესოთ? 

პატერნალიზმი არაა მთავრობის ის ხედვა, რომელიც სწარფი განვითარების, თავისუფლებისა და ლიბერალური დემოკრატიის წინაპირობაა. ისევე როგორც ეკონომიკურ საქმიანობაში, ადამიანების გადაწყვეტილებებში ხელოვური ჩარევაც იწვევს უკურეაქციას. 





ბიბლიოგრაფია:

 

  1. clip Milton Friedman paternalistic government, Nov 13, 2015

               << https://youtu.be/b5puRp7tSPg >>

  1. ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-89, 2014 წლის 30 დეკემბერი, . თბილისი.

<< https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2669376?publication=0 >>

  1. Essential J.S. Mill: Against Government Paternalism, The Fraser Institute , Apr.7, 2021. 

<< https://youtu.be/BuoG8w68XJ4 >>

  1. Paternalism in Economics Daniel M. Haybron and Anna Alexandrova, March 24, 2011

<<https://www.researchgate.net/profile/Daniel-Haybron/publication/265570412_Paternalism_in_Economics/links/57069f1208aefb22b0934388/Paternalism-in-Economics.pdf >>

აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'