ფრანკლინის კლუბი: კომუნიკაციები - ძველის და ახლის ამბავი

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

კომუნიკაციები - ძველის და ახლის ამბავი

08 ოქტ 2023 საჯარო ლექცია Free Entry

💡 თანამედროვე სამყაროში, მედიისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. როგორც ინდივიდის, აგრეთვე საზოგადოების განვითარება დამოკიდებულია, თუ რამდენად ხარისხიან კონტენტს ვეცნობით ყოველდღიურად.
„ფრანკლინის კლუბი“ გეპატიჟებათ ღონისძიებაზე თანამედროვე ქართული მედიისა და ონლაინ პლატფორმების შესახებ.
🟣 პირველ სადისკუსიო პანელზე ქართული ტელევიზიების ჟურნალისტები იმსჯელებენ მედიის ტრანსფორმაციისა და ჟურნალისტების წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების შესახებ. ქვეყნის წამყვან ჟურნალისტებს კითხვებს დაუსვამენ ახალი თაობის წარმომადგენლები. შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად პასუხობს ახალგაზრდების მოთხოვნებსა და ინტერესებს ტელევიზია.
📍 პირველი პანელი - მოდერატორი: ალექსანდრე ზიბზიბაძე
ეკა მიშველაძე (TV პირველი);
ეკა კვესიტაძე (მთავარი არხი);
ნინო ჯანგირაშვილი (კავკასია);
თამარ ჩიხლაძე (ფორმულა)
🟣 მეორე სადისკუსიო პანელზე სხვადასხვა ონლაინ მედიაპლატფორმებზე წარმატებული პროექტების შემქმნელები იმსჯელებენ, თუ რა პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე ქართულ ინტერნეტში. რა თემები აინტერესებთ და როგორი ინფორმაციული ფუნდამენტი ექნება ქართული საზოგადოების მომავალ თაობას.
📍 მეორე პანელი - მოდერატორი: დავით კლდიაშვილი
ბექა ადამაშვილი (მწერალი, სერიალ „ცვალებადი ნიშნების“ სცენარისტი);
უჩა აბაშიძე ( ბლოგერი, სამხედრო მიმომხილველი);
გიორგი ლემონჟავა (სპორტული ბლოგერი).
🙌 ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაციის გავლა: https://forms.gle/HDfyNhbqcjbZ5G9V8

None