თებერვლის ნაკადი | |
კურსის დეტალები | |
ლექტორები | ალექსანდრე ზიბზიბაძე, რეზი თოფურია, გია ჯაფარიძე, მარი კაპანაძე, პავლე ჭყოიძე, გიორგი ანდრონიკაშვილი, შოთა ქობალია, შოთა ჯიმშერაშვილი, დავით მუმლაძე |
ხანგრძლივობა | None, 32 საათი კლასში |
როდის | თებ 2023 — თებ 2023 |
სად | საქართველოს უნივერსიტეტი |
ჩარიცხვა | |
დარჩენილი ადგილი | 150 (150-დან) |
ფასი | (ერთთვიანი კურსის საფასურია 100 ლარი, თუმცა, თუ თქვენ ხართ მე-10 , მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე, მაშინ თქვენ მიიღებთ ფრანკლინის სტიპენდიას, რომელიც მთლიანად დაფარავს სწავლის ხარჯებს.) |
ვისთვისააIX-XII კლასის სკოლის მოსწავლეები როგორ ისწავლებაკურსის დროს გამოყენებული იქნება კომბინირებული მეთოდები, რომლებიც მოიცავს ინტერაქციულ ლექციებს, დისკუსიებს, დებატებსა და სიმულაციებს. რას იღებთფრანკლინის აკადემიის 101 მოდული ფარავს ექვს საგანს ოთხი კვირის განმავლობაში. თითოეული საგნის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ცოდნას. თეორიული ცოდნის უკეთ ასათვისებლად აკადემია ითვალისწინებს პრაქტიკულ მოდულებსაც. ფრანკლინის აკადემიის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები საჩუქრდებიან წამახალისებელი პრიზებით. | |
ფრანკლინის აკადემია ფრანკლინის კლუბის მიერ შემუშავებული ოთხკვირიანი პროგრამაა, ლექციები ტარდება შაბათ-კვირას და მათ უძღვებიან ფრანკლინის კლუბის თანამშრომლები და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას; ლექციებზე მიღებულ ცოდნას მონაწილეები სემინარებზე პრაქტიკაში იყენებენ სხვადასხვა სახის აკადემიურ დებატებსა და სიმულაციებზე. კურსის ფარგლებში ეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლები საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში. |