Რა არის ფრანკლინის კლუბი? 

Ფრანკლინის კლუბი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია გაავრცელოს კლასიკური ლიბერალური / ლიბერტარიანული იდეები საზოგადოებაში და შექმნას იდეოლოგიურ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჯაჭვი სხვადასხვა ჯგუფის ინდივიდებისთვის. 

 

Ფრანკლინის ხედვა 

Ჩვენი ხედვაა გარდავქმნათ სოციუმი ისე, რომ სწორად იყოს გააზრებული და დაცული  თავისუფალი ბაზრის, კერძო საკუთრებისა და ინდივიდის თავისუფლების ძირითადი პრინციპები.

 

Ფრანკლინის მისია

ჩვენი მისიაა, სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და პოლიტიკურ ცვლილებებში ჩართულობის გზით, წვლილი შევიტანოთ კლასიკური ლიბერალიზმის, როგორც ძირითადი პოლიტიკური ძალის აღორძინებაში. 

 

Რას ვაკეთებთ

ფრანკლინის კლუბი არის კლასიკური ლიბერალებისა და ლიბერტარიანელების ასოციაცია, რომელიც ეფუძნება იმ მთავარ იდეას, რომ ინდივიდუალური არჩევანი და საბაზრო ეკონომიკა არის წარმატებული და თავისუფალი საზოგადოების შექმნის აუცილებელი წინაპირობა. ვიაზრებთ, რომ სოციალისტურ და კონსერვატიულ ხედვებს შორის გახლეჩილ სამყაროში კლასიკური ლიბერალიზმის ხედვებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია და აღორძინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვწამს, რომ სხვადასხვა სახის თავისუფლებები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და გვჯერა, რომ პიროვნული თავისუფლება ვერ იარსებებს მდგრადი ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, და პირიქით.  ჩვენი გუნდი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებისგან შედგება, რომლებიც საქართველოში თავისუფლების იდეას სხვადასხვა მიმართულებით ავრცელებენ: აკადემია, კერძო სექტორი, განათლებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის მთავრობა. ფრანკლინის გუნდი მრავალფეროვანი ტექნიკური უნარებითაა აღჭურვილი და რაც მთავარია, ისინი საკუთარი საქმის ექსპერტები არიან მრავალი მიმართულებით, ზოგიერთი არის ეკონომისტი და პარალელურად მონაცემთა მეცნიერი, ზოგი კი იურისტი და ამავდროულად პოლიტიკური ფილოსოფოსი.