ფრანკლინის კლუბი:

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

ფრანკლინის აკადემია მოსწავლეებისთვის

ფრანკლინის აკადემია არის ოთხკვირიანი პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ფრანკლინის კლუბის მიერ, რომელიც გთავაზობთ შაბათ-კვირის ლექციებს, რომლებსაც უძღვებიან ფრანკლინის კლუბის პერსონალი და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები. ჩვენი პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა მაქსიმალურ ჩართულობას და ლექციებიდან მიღებულ ცოდნას იყენებენ სემინარების მონაწილეები სხვადასხვა ტიპის აკადემიური დებატებისა და სიმულაციების პრაქტიკაში. კურსის ფარგლებში ასევე ეწყობა სასწავლო მოგზაურობები საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში.

საფეხური I

Franklin Academy 101 მოდული მოიცავს ექვს საგანს ოთხი კვირის განმავლობაში. სტუდენტები მიიღებენ ყოვლისმომცველ ცოდნას თითოეული საგნის ფარგლებში. თეორიული ცოდნის უკეთ ათვისების მიზნით, აკადემია ატარებს პრაქტიკულ მოდულებსაც.

შესავალი პოლიტიკაში
პოლიტიკური იდეოლოგიები ეკონომიკა
ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა
Საერთაშორისო ურთიერთობები
დებატები

ფრანკლინის აკადემიის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა დამამთავრებელი სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

საფეხური II

ფრანკლინის აკადემიის ერთთვიანი კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ საშუალება გააგრძელონ სწავლა ფრანკლინის აკადემიის მეორე საფეხურზე. ფრანკლინის აკადემიის მეორე ეტაპი შედგება ოთხი განსხვავებული მოდულისგან:

Join The Academy