ფრანკლინის კლუბი: შესავალი ფინანსებში

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

შესავალი ფინანსებში

ავტორი: სალომე კვარაცხელია
ლექტორებისალომე კვარაცხელია
ხანგრძლივობა4 კვირა, 12 საათი კლასში
როდისნოე 2021 — დეკ 2021
სადსაქართველოს უნივერსიტეტი

ჩარიცხვა

დარჩენილი ადგილი 10 (10-დან)
წინაპირობებინებისმიერი მსურველი
ფასი 150 ლარი (ფასდაკლება: 20% კლუბის პრემიუმ წევრებისთვის, 10% წევრებისთვის)

კურსის დეტალები

ვისთვისაა
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, როგორც სტარტაპერებისთვის, მენეჯერებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ შეძლონ თავიანთი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა-გაანალიზება, ასევე უბრალოდ ფინანსებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

როგორ ისწავლება
კურსის დროს გამოყენებული იქნება კომბინირებული მეთოდები, რომლებიც მოიცავს ლექციებსა და დისკუსიებს

რას იღებთ
კურსის ბოლოს დამსწრეებს ექნებათ ცოდნა ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპების,  ძირითადი ფინანსური უწყისების, მათში წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ. შეძლებენ კომპანიის ფინანსური მდგრადობის შეფასებას ძირითადი ფინანსური კოეფიციენტების საშუალებით. ასევე ექნებათ ზოგადი წარმოდგენა აღრიცხვის სხვადასხვა სახეების, თითეული მათგანის როლისა და ფინანსური დეპარტამენტის მოწყობის მიღებული პრაქტიკების შესახებ.

1. შესავალი-კურსის ზოგადი მიმოხილვა, გაცნობა:  ფინანსური აღრიცხვის სახეები, ბიზნეს აქტივობებისა და ფინანსური უწყისების ზოგადი მიმოხილვა. 

■ ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგება: შედარება
■ ფინანსური ანგარიშგების პაკეტი - რა ფორმები უნდა მოვითხოვოთ, როდესაც გვსურს მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შესახებ წარმოდგენა შევიქმნათ
■ ძირითადი ფინანსური განტოლება
■ ბიზნესის ძირითადი ოპერაციები (აქტივობები) და მათი ადგილი ფინანსურ უწყისებში. რომელი ბიზნეს ოპერაცია სად აისახება?
■ ფინანსური უწყისების მოკლე აღწერა-დახასიათება. რას წარმოადგენს თითოეული მათგანი? რა ინფორმაციას იძლევიან კომპანიის ფინანსური მდგაროდობის შესახებ?
■ კავშირი ფინანსურ უწყისებს შორის

2. ბალანსი - ფინანსური მდგომარეობის უწყისი

■ ბალანსის ძირითადი მიზანი- რა ინფორმაციას გვაწვდის კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ?
■ ბალანსის მუხლების გავლა-თითოეული მათგანის მოკლე მიმოხილვა
■ ორმხრივი გატარების არსი.
■ ბიზნეს ოპერაციების გატარებად ჩაწერა - მაგალითები.
■ რეალური კომპანიის ბალანსის განხილვა, პრაქტიკული მაგალითი

3. მოგება-ზარალის უწყისი

■ მოგება-ზარალის წაკითხვა: რა ინფორმაციის მიღებას უნდა ველოდოთ მოგება-ზარალის უწყისიდან, კომპანიის რეალური მოგება-ზარალის უწყისის გაცნობა და თითოეული პუნქტის გავლა კონკრეტულ მაგალითზე.
■ შემოსავლის აღიარების პრინციპები: როდის უნდა ავსახოთ შემოსავლები მოგება-ზარალის უწყისში? პრაქტიკული მაგალითები
■ განსხვავება შემოსულ ფულსა და შემოსავლის აღიარებას, ან გადახდილ ფულსა და ხარჯად აღიარებას შორის.
■ მოგება-ზარალის უწყისის კავშირი სხვა უწყისებთან
■ კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და კავშირი მოგება-ზარალის უწყისთან.

4. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება

■ ფულადი სახსრების მოძრაობის მომზადების მეთოდები
■ კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისში შემავალი პუნქტები
■ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის კავშირი სხვა უწყისებთან
■ როგორ მოვამზადოთ ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება მარტივად?
■ პრაქტიკული მაგალითი

5. ფინანსური უწყისების ანალიზი - შესავალი

■ კომპანიის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფინანსური ანალიზი
■ კომპანიის ლიკვიდურობის შეფასება
■ კომპანიის მომგებიანობის შეფასება
■ კომპანიის გადახდისუნარიანობის შეფასება
■ Working capital-ის მნიშვნელობა კომპანიის საოპერაციო მდგრადობის განსაზღვრისთვის