ფრანკლინის კლუბი: ავღანეთიდან აშშ-ს გამოსვლის განხილვა

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

ავღანეთიდან აშშ-ს გამოსვლის განხილვა

ოქტ 19, 2021 მულტიმედია ამბავი

"ფრანკლინის პოდკასტის მორიგ ეპიზოდში ვსაუბრობთ ავღანეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე.

პოდკასტის სტუმარია პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და ავღანეთში ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელი.

პოდკასტში ფრანკლინის კლუბის თანადამფუძნებელმა რეზი თოფურიამ და პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ მიმოიხილეს:

◼ თალიბანის გაძლიერების გამომწვევი ფაქტორები;
◼ აშშ-თალიბანის შეთანხმება და ავღანეთის მიმართ ბაიდენის პოლიტიკა;
◼ ავღანეთში მოვლენების შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარები.

ასევე, განხილულ იქნა თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს აშშ-ს მიერ ავღანეთში გამოვლენილმა იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ ჩვენს რეგიონზე და კონკრეტულად საქართველოზე.

ფრანკლინის კლუბი მადლობას უხდის საქართველოს უნივერსიტეტის სტუდიას პარტნიორობისთვის."



ფრანკლინის კლუბი