To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.
თანამედროვე სამყაროში, მედიისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. როგორც ინდივიდის, აგრეთვე საზოგადოების განვითარება დამოკიდებულია, თუ რამდენად ხარისხიან კონტენტს ვეცნობით ყოველდღიურად.
„ფრანკლინის კლუბი“ გეპატიჟებათ ღონისძიებაზე თანამედროვე ქართული მედიისა და ონლაინ პლატფორმების შესახებ.
პირველ სადისკუსიო პანელზე ქართული ტელევიზიების ჟურნალისტები იმსჯელებენ მედიის ტრანსფორმაციისა და ჟურნალისტების წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების შესახებ. ქვეყნის წამყვან ჟურნალისტებს კითხვებს დაუსვამენ ახალი თაობის წარმომადგენლები. შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად პასუხობს ახალგაზრდების მოთხოვნებსა და ინტერესებს ტელევიზია.
პირველი პანელი - მოდერატორი: ალექსანდრე ზიბზიბაძე
ეკა მიშველაძე (TV პირველი);
ეკა კვესიტაძე (მთავარი არხი);
ნინო ჯანგირაშვილი (კავკასია);
თამარ ჩიხლაძე (ფორმულა)
მეორე სადისკუსიო პანელზე სხვადასხვა ონლაინ მედიაპლატფორმებზე წარმატებული პროექტების შემქმნელები იმსჯელებენ, თუ რა პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე ქართულ ინტერნეტში. რა თემები აინტერესებთ და როგორი ინფორმაციული ფუნდამენტი ექნება ქართული საზოგადოების მომავალ თაობას.
მეორე პანელი - მოდერატორი: დავით კლდიაშვილი
ბექა ადამაშვილი (მწერალი, სერიალ „ცვალებადი ნიშნების“ სცენარისტი);
უჩა აბაშიძე ( ბლოგერი, სამხედრო მიმომხილველი);
გიორგი ლემონჟავა (სპორტული ბლოგერი).