ფრანკლინის კლუბი: პოლიტიკა 1 - იდიოტიდან პოლიტიკურ ცხოველამდე

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

პოლიტიკა 1 - იდიოტიდან პოლიტიკურ ცხოველამდე

ავტორი: გია ჯაფარიძე
ლექტორებიგია ჯაფარიძე
ხანგრძლივობა4 კვირა, 8 საათი კლასში
როდისნოე 2021 — დეკ 2021
სადსაქართველოს უნივერსიტეტი

ჩარიცხვა

დარჩენილი ადგილი 25 (25-დან)
ფასი 125 ლარი (ფასდაკლება: 20% კლუბის პრემიუმ წევრებისთვის, 10% წევრებისთვის)

კურსის დეტალები

როგორ ისწავლება
კურსის დროს გამოყენებული იქნება კომბინირებული მეთოდები, რომლებიც მოიცავს ლექციებს, დისკუსიებსა და პრაქტიკული მაგალითების განხილვას.

კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ცოდნა პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკის წარმოების, პარტიების და საარჩევნო სისტემების და მათი კლასიფიკაციის შესახებ, ასევე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების გამიჯვნის და ფუნქციონირების შესახებ, ჩამოუყალიბოს პოლიტიკურ ლიდერთა, პოლიტიკურ პარტიათა, ინტერესთა ჯგუფების საქმიანობის შეფასების უნარი. ამას გარდა, კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა სახელმწიფო მმართველობის ფორმებზე.

საათი 1. პოლიტიკის რაობა
განსახილველი საკითხები: რა არის პოლიტიკა. პოლიტიკა როგორც საზოგადოებრივი საქმიანობა. Πολιτικόν Ζώον vs Ιδιώτης
ძირითადი ცნებები: პოლიტიკა, წესრიგი, ძალაუფლება და სამართლიანობა. 

საათი 2. მმართველობის ფორმები, სისტემები, რეჟიმები
განსახილველი საკითხები: კლასიკური ტიპოლოგია და თანამედროვე ფორმები განსხვავებები მმართველობის ფორმებს, პოლიტიკურ სისტემებსა და რეჟიმებს შორის. მართველობის სისტემების კლასიფიკაცია. რეჟიმების კლასიფიკაციის საფუძველი და თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი რეჟიმები.

საათი 3. სახელმწიფო და მისი ტიპები. მოდელი სახელმწიფოები. უტოპია და დისტოპია
განსახილველი საკითხები: რა არის სახელმწიფო? სახელმწიფოს წარმოშობით თეორიები; სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური როლი. 

საათი 4. ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი 
განსახილველი საკითხები: ავტორიტარული რეჟიმების მახასიათებლები; მითები ავტორიტარიზმის შესახებ; ავტორიტარული სახელმწიფოების ნიშნები; ტოტალიტარული რეჟიმები.

საათი 5. დემოკრატია 
განსახილველი საკითხები: დემოკრატიის განსაზღვრა: რა არის ხალხი, სახალხო მმართველობა და ხალხის ძალაუფლება. დემოკრატიის მოდელები. პირდაპირი და არაპირდაპირი დემოკრატია.

საათი 6. პოლიტიკური კულტურა. პოლიტიკური სოციალიზაცია. პოლიტიკური მონაწილეობა
განსახილველი საკითხები: პოლიტიკური სოციალიზაციის ეტაპები. პოლიტიკური კულტურა. მულტიკულტურალიზმი. პოლიტიკური მონაწილეობის ფორმები.

საათი 7. პოლიტიკური წარმომადგენლობა, არჩევნები და საარჩევნო სისტემები
განსახილველი საკითხები: პოლიტიკური წარმომადგენლობის თეორიები. არჩევნების დანიშნულება და მისი როლი. განსხვავენული საარჩევნო სისტემები, მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ხმის მიცემის მოდელები, რა განსაზღვრავს ამომრჩევლის არჩევანს.

საათი 8.  პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემები. ინტერესთა ჯგუფები და საზოგადოებრივი მოძრაობები 
განსახილველი საკითხები: პარტიული პოლიტიკა, ტიპები, დანიშნულება. პარტიის ორგანიზება და ძალაუფლების განაწილება მის შიგნით. პარტიული სისტემები.