ფრანკლინის კლუბი: ჩაიდნისგან ჩაიდნებს: როგორ აღმოვაჩინე პოლიტიკა?

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

ჩაიდნისგან ჩაიდნებს: როგორ აღმოვაჩინე პოლიტიკა?

ოქტ 07, 2022 blog თაკო ჟიჟილაშვილი

ცხოვრების მანძილზე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა აქციებსა თუ არჩევნებში, პერიოდულად ვეცნობი პოლიტიკურ სიახლეებს სოციალურ ქსელებშიც, თუმცა, პოლიტიკასთან მიმართებაში თავს ყოველთვის არაკომპეტენტურად ვთვლიდი. მეტიც, მჯეროდა, რომ კომპეტენტურობის შემთხვევაშიც ბევრს ვერაფერს შევცვლიდი.  ეს უსუსურობის განცდა, პოლიტიკის მიმართ მხოლოდ სიძულვილს აღძრავდა, რამაც საბოლოო ჯამში სრულიად აპოლიტიკური გამხადა. 

 

დამეთანხმებით, რომ ინდიფერენტულობა საკმაოდ მომგებიანი პოზიციაა, გინდა ყველაფერი კარგად იყოს, თუმცა ,,მე ვერაფერს შევცვლი”, ეგიდით დადიხარ და მართლაც არაფერს ცვლი, თითქოს პასუხისმგებლობაც მოხსნილი გაქვს, მხოლოდ არჩევნების დღეს აძალებ თავს მიხვიდე და “რამე” შემოხაზო.

 

ცოტა ხნის წინ, დავიწყე სამსახური ფრანკლინის კლუბში, სადაც ძირითადად კლასიკურ ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები მოღვაწეობენ. თუმცა, სხვა ყველა პოლიტიკით “მოწამლული” ხალხისგან განსხვავებით, მეტი მიმღებლობა გააჩნიათ დანარჩენი იდეოლოგიების მიმართ და ამასთანავე ობიექტური ცოდნა ზოგადად ამ დარგის შესახებ, ამიტომ, ასე თუ ისე მეც მომიწია საკითხში ჩახედვა, თანაც არამხოლოდ ლიბერალიზმის ჭრილში.

 

პირველი, რაც აღმოვაჩინე ისაა, რომ რამდენიც არ უნდა ვიძახო აპოლიტიკური ვარ მეთქი - ეს უბრალოდ ტყუილია. პოლიტიკა ყველგან მომწვდება, შემეხება და გადამივლის, ან არ გადამივლის და უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ, მაგრამ აპოლიტიკური ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ვიქნები. აღმოჩნდა, რომ არის რაღაც იარაღი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური სურათის რადიკალურად შეცვლა. (ამაზე მოგვიანებით)

 

მეორე, ის რომ, როცა რაღაცეები აღმოვაჩინე, ძალიან მესიამოვნა, რადგან ახლა ისიც ვიცი, რომ მინიმალური ხელფასის გაზრდა, კადრების შემცირებას იწვევს და ბევრ ადამიანს უსამსახუროდ ტოვებს, ამიტომ ამ პუნქტის მთავრობისგან მოთხოვნა, ეკონომიკის სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, სიგიჟეა.

 

მომავალში ვეცდები, რომ გაგიზიაროთ ჩემი სხვა აღმოჩენებიც. მთავარი საიდუმლო  ისაა, რომ  ცოდნა მთავარი იარაღია პოლიტიკური ტყუილის წინააღმდეგ. მთავრობა, რომლის ინტერესებშიც არაა ქვეყნის განვითარება, ყოველთვის ზრუნავს საზოგადოების ჩამორჩენაზე, ყველაზე სწორი და ეფექტური პროტესტი, ამ თუ სხვა უქნარა მთავრობის წინააღმდეგ, პოლიტიკის შესახებ ცოდნით შეიარაღება იქნება.

 

დღეს ფრანკლინის კლუბი, ზრუნავს იმაზე, რომ ახალ თაობას ეს ცოდნა გაუზიაროს (ცოტ-ცოტა ძველსაც, ჩემი სახით), დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩემნაირი თანამედროვე, მაგრამ პოლიტიკისგან შორს მოღვაწე ადამიანებისთვისაც გვექნება აქტივობები, თუმცა მანამდე, საზოგადოება უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ აპოლიტიკურობა არ არსებობს და ბრძოლისთვის საჭიროა პოლიტიკის შესახებ ობიექტური ცოდნის მოძიება.