ფრანკლინის კლუბი: DCFTA - ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება და მისი გამოყენება

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

DCFTA - ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება და მისი გამოყენება

ავტორები : გიორგი ჩიტაძე, ირაკლი წიქორიძე
ლექტორებიგიორგი ჩიტაძე, ირაკლი წიქორიძე
ხანგრძლივობა4 კვირა, 12 საათი კლასში
როდისნოე 2021 — დეკ 2021
სადსაქართველოს უნივერსიტეტი

ჩარიცხვა

დარჩენილი ადგილი 25 (25-დან)
ფასი 160 ლარი (ფასდაკლება: 20% კლუბის პრემიუმ წევრებისთვის, 10% წევრებისთვის)

კურსის დეტალები

მოკლევადიანი კურსი საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების თაობაზე მომზადებულია ეკონომიკური გაუმჯობესების ცენტრის ექსპერტების მიერ და მოიცავს 12 საათიან პროგრამას. კურსის ძირითადი მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ზოგადი ინფორმაცია DCFTA-ს შესახებ, რაც დაეხმარებათ მათ მოახდინონ იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებზეც სურთ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება მათი საქმიანობის გათვალისწინებით. 

 

DCFTA-ის კურსის შემადგენლობა

კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან საკითხებს, რომლებსაც მოიცავს შეთანხმება და რომელთა ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მათ შორის:

საქონლით ვაჭრობა (ტარიფები) - მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის დროს პროდუქტებზე გადასახდელი ტარიფების შესახებ ინფორმაციას. ამ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ბაზარზე შესვლის ფასისა და გაყალბებისაგან დაცვის მექანიზმის შესახებ. 

საქონლის წარმოშობის წესები - მოიცავს ინფორმაციას იმ მოთხოვნების შესახებ თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება პროდუქტი საქართველოში წარმოებულად და რა შემთხვევაში გათავისუფლდება ევროკავშირში იმპორტის დროს სატარიფო გადასახადისაგან. 

მომსახურებით ვაჭრობა - ამ ნაწილში მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის მომსახურებით ვაჭრობა და რა მექანიზმები არსებობს მომსახურებით ვაჭრობაში. 

სანიტარული და ფიტოსანიტარული  ზომები - მოიცავს ინფორმაციას იმ პრინციპების შესახებ, რომელი რეგულაციები უნდა იქნას მიღებული საქართველოში სურსათის წარმოების სფეროში. რა მოთხოვნებია ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოების მიმართ ევროკავშირსა და საქართველოში. სად უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია იმ პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოებისა და ლაბორატორიების მიმართ, რომლებიც დაგვეხმარებიან შესაბამისი სერტიფიკატის მიღებაში. 

ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში - წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია იმ რეგულაციების შესახებ რომლებიც საქართველომ უნდა მიიღოს DCFTA-ს ფარგლებში ინდუსტრიული პროდუქტების სფეროში. რა მოთხოვნები აქვს ევროკავშირის რეგულაციებს და რა არის CE მარკირება. სად უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია იმ პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოებისა და ლაბორატორიების მიმართ, რომლებიც დაგვეხმარებიან შესაბამისი სერტიფიკატის მიღებაში.   

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა - მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის სავაჭრო ნიშანი, პატენტი, გეოგრაფიული აღნიშვნა და საავტორო უფლება. რა უპირატესობას ანიჭებს საავტორო უფლებების სწორად გამოყენება პროდუქტებს და როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ისინი მარკეტინგული თვალსაზრისით. 

 

სწავლების მეთოდები

კურსის დროს გამოყენებული იქნება კომბინირებული მეთოდები, რომლებიც მოიცავს ლექციებს, დისკუსიებსა და ექვსივე თემატიკის პრაქტიკული მაგალითების განხილვას.

 

DCFTA- ის კურსში მონაწილეობა

კურსი გათვალისწინებულია DCFTA-ს სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული პირებისათვის, ექსპორტის მენეჯერებისათვის და სხვა.  

 

გამოყენებული ლიტერატურა და მასალები

მონაწილეებს კურსის განმავლობაში ეტაპობრივად მიეწოდებათ შესაბამისი საკითხავი მასალები და პრეზენტაციები რომლებიც გამოყენებულ იქნება სწავლების დროს.