ფრანკლინის კლუბი: რა არის შენი პოლიტგეგმა? - პოლიტიკური იდეოლოგიები ყველასთვის

რა არის შენი პოლიტგეგმა? - პოლიტიკური იდეოლოგიები ყველასთვის

ავტორი: რეზი თოფურია
ლექტორებირეზი თოფურია
ხანგრძლივობა4 კვირა, 8 საათი კლასში
როდისნოე 2021 — დეკ 2021
სადსაქართველოს უნივერსიტეტი

ჩარიცხვა

დარჩენილი ადგილი 25 (25-დან)
ფასი 120 ლარი (ფასდაკლება: 20% კლუბის პრემიუმ წევრებისთვის, 10% წევრებისთვის)

კურსის დეტალები

როგორ ისწავლება
კურსის დროს გამოყენებული იქნება კომბინირებული მეთოდები, რომლებიც მოიცავს ლექციებს, დისკუსიებსა და პრაქტიკული მაგალითების განხილვას.

რას იღებთ
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება იდეოლოგიასთან დაკავშირებული შეხედულებების და მათი ცხოვრებაში რეალიზაციის პროგნოზირების უნარი. შეეძლება მონაწილეობის მიღება დისკუსიებში პოლიტიკური იდეოლოგიებისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და ასევე შეექმნება საკუთარი წარმოდგენა სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის და ქვეყნის მოწყობის შესახებ.

პოლიტიკური იდეოლოგიები საკმაოდ რთული საგანია, რომელზე მუშაობა გამოცდილ მკვლევარებსაც კი უჭირთ, მაგრამ ის ამავდროულად არის უმნიშვნელოვანესი მეცნიერება, რომელთანაც ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თავად ვცხოვრობთ პოლიტიკური იდეოლოგიების ჩარჩოებში. ნებით თუ უნებლიეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიტიკურად ვაზროვნებთ და ვიყენებთ არაერთ პოლიტიკურ ტერმინსა თუ იდეას ჩვენი შეხედულებების გამოსახატად. მეტიც, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ თუ არა ამას, ყველას გვაქვს ჩვენი პოლიტიკური იდეოლოგია. კურსის მიზანია სტუდენტი გაეცნოს თანამედროვე პოლიტიკური იდეოლოგიების ძირითად პოლიტიკურ იდეოლოგიებს და ამის შემდეგ იპოვოს საკუთარი თავი პოლიტიკურ კომპასზე. 

ერუდიციის ზრდასთან ერთად აღნიშნული კურსის პრიორიტეტია კრიტიკული აზრივნების განვითარება, რაც მომავალში მსმენელებს დაეხმარებათ პოლიტიკოსების და პარტიების უკეთ შეფასებაში და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში. 

 

კურსის ფარგლებში განხილული იქნება ქვემოთჩამოთვლილი საკითხები:

შესავალი პოლიტიკურ იდეოლოგიებში - 2 საათი
იდეოლოგიის რაობის და მისი ცნებების განსაზღვრების ცოდნა;
პოლიტიკურ იდეათა და იდეოლოგიათა კატეგორიზაცია.

ლიბერალიზმი - კლასიკური ვს. თანამედროვე - 2 საათი
ლიბრალიზმის წარმოშობა და მისი განვითარების ეტაპები;
ლიბერალიზმის ძირითადი პოსტულატები;
განსხვავებები კლასიკურ და თანამედროვე ლიბერალიზმს შორის კლასიკური ლიბერალიზმი/ლიბერტარიანიზმი.

კონსერვატიზმი - 1 საათი
კონსერვატიზმის წარმოშობა და მისი განვითარების ისტორია;
კონსერვატიზმის ძირითადი იდეები;
კონსერვატიზმის განსხავებული ფორმები: ავტორტარული, ერთი ერის, ბრიტანული, ქრისტიანული დემოკრატია, ახალი მემარჯვენეობა.

სოციალიზმი & კომუნიზმი - 1 სთ
სოციალიზმის წარმოშობა და მისი განვითარების ეტაპები;
სოციალიზმის ძირითადი პოსტულატები;
განსხვავება სოციალიზმსა და კომუნიზმს შორის.

ნაციონალიზმი  - 1 სთ
ნაციონალიზმის წარმოშობა და ძირითადი იდეები
ნაციონალიზმის სხვადასხვა ფორმები: ლიბერალური, კონსერვატორული, იმპერიალისტური

ფაშიზმი - 1 სთ
ფაშიზმის წარმოშობა და ძირითადი იდეები
განსხვავებები ფაშიზმსა და ნაციზმს შორის