ფრანკლინის კლუბი: საპენსიო რეფორმის კრიტიკა

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

საპენსიო რეფორმის კრიტიკა

ივნ 14, 2022 blog მარიამ ნემსიწვერაძე-გორდელაძე

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს დაგროვებითი საპენსიო სისტემების სხვადსხვა ვარიაცია, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში ,,საქართველო 2020“ მოცემულია დაგროვებითი საპენსიო სისტემის გეგმა, რომელიც უკვე ამოქმედებულია და რომელიც გულისხმობს 2+2+2 სისტემას, დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასის 2%-ს დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ყოველთვიურად გადარიცხავენ დამსაქმებლის საპენსიო ანგარიშზე, სისტემიდან გამორიცხულია თვითდასაქმებულთა სექტორი, მათთვის ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა ამ შემთხვევაში ამუშავდება 4+4 სქემა, რაც იმას გულისხმობს, რომ თვითდასაქმებულს 4%-ის შეტანა მოუწევს. აგრეთვე, სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია ქალებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტომდე გახდნენ 55 წლის და მამაკაცებისთვის, რომლებიც გახდნენ 60 წლის, შესაძლებელია სქემიდან გამოსვლა, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა და მიუთითებს სისტემის არაეფექტურობაზე. 

როგორც ინიციატორები და რეფორმის ავტორები ამბობენ, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოუშავება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება, სახელმწიფოს ჩართულობა კი საბაზო დახმარების ფისკლური ტვირთის შესამსუბუქემლადაა საჭირო.

რასაკვირველია, ზოგადად, საპენსიო სისტემები, განვითარებული ქვყნების სოციალური-ეკონომიკირი სფეროს  ნაწილია, მაგრამ ისეთი ეკონომიკურად არცთუ განვითარებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მსგავსმა სქემამ, შესაძლოა ბევრად მეტი პრობლემა წარმოშვას, ვიდრე მოაგვაროს. 

საზოგადოება, რომელიც ლიბერალურია, ან აქვს პრეტენზია, რომ ლიბერალურია, პირველ რიგში ინდივიდის აზრს უნდა ითვალისწინებდეს, მისი არჩევანის თავისუფლებას სცემდეს პატივს, არსებული საპენსიო სქემა კი იძულებითია, მისი დატოვების უფლება, (მხოლოდ მცირე ხნით) ჰქონდათ 40 წელს გადაცილებულ ადმინებს, 40 წლამდელ დასაქმებულთათვის კი სავალდებულოა გახდნენ იმ სისტემის ნაწილი, რომელიც არ მოსწონთ. სახელმწიფო კი, არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს იმის უფლებას, მიუთითოს და უკარნახოს მოსახლეობას როგორ მართონ თავინთი ფინანსები და შეინახონ რესურსები. ფაქტობრივად, ეს არის საკუთრების უფლების  შეზღუდვა, რაც მხოლოდ საზოგადოებრივი  საჭიროებების არსებობის შემთხვევაშია კანონიერი.  სახელმწიფოს სურვილი, მოქალაქეები ჩართოს დანაზოგის შექმნის მისსავე შემუშავებულ სქემაში, ნამდვილად არ არის ლეგიტიმური საჯარო მიზანი. 

ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით, დიდია იმის რისკი, რომ სქემაში ჩართული მოსახლეობის დაგროვილი თანხა გაუფასურდეს, მომავალში, როცა ისინი ამ თანხის გამოყენებას დაიწყებენ მსყიდველობით უნარი შეიძლება შემცირებული იყოს, რაც ფაქტობრივად ფულის დაკარგვას ნიშნავს.

ასევე დიდი პრობლემაა, ნდობის ნაკლებობა ან არარსებობა, როგორც კერძო სექტორების, აგრეთვე სახელმწიფოს მიმართ, საქართველოს მოსახლეობა მთავრობებისგან მიღებული დაპირებების შესრულებას არაა მიჩვეული და ბუნებრივია, წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე, არსებობს შიში იმისა, რომ ეს დაგროვილი რესურსები შეიძლება დაიკაროს, რაც სტიმულების ნაკლებობასაც იწვევს და მოსახლეობის უმეტესობა თავს უფრო მშვიდად გრძნობს თუ საკუთარ დანაზოგს თავად შეინახავს. 

იქედან გამომდინარე, რომ ეს სქემა ითვალისწინებს დამსაქმებლის ფინანსურ ჩართულობასაც, (ხელფასის 2%-ს რიცხავს დასაქმებულის საპენსიო ფონდში) ეს გულისხმობს, რომ მისი ხარჯები იზრდება, რაც ისევ და ისევ, ჩვენს ქვეყანაში არსებული ინვესტირების დონის, სავალუტო კრიზისების ფონზე მძიმე გადასატანი იქნება, საკუთარი ბიზნესისთვის წარუმატებლობის თავიდან ასაცილებლად, დამსაქმებლები ეცდებიან მოძებნონ გზა, რათა გვერდი აუარონ ამ სქემას,  შესაძლოა დასაქმებული არ გააფორმონ ოფიციალურად, შეუმცირონ ხელფასი ან დაითხოვონ, რაც საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევას, უმუშევრობის დონეს, კიდევ უფრო გაზრდის, რაც ხელს შეუშლის სისტემის მუშაობას და, რა თქმა უნდა, დასაქმებულის ინტერესებსაც დააზარალებს. აგრეთვე, წაახალისებს არაფორმალურ გარიგებებსა და ჩრდილოვან ეკონომიკას, რაც სხვა უარყოფით ეფექტებთან ერთად ქვეყნის ბიზნეს სექტორის ანალიზის პროცესის გაართულებასაც გამოიწვევს. 

ამასთანავე, დაგროვებით საპენსიო სისტემის ეს სქემა ფარავს სამუშაო ძალაში მყოფი მოსახლეობის მცირე ნაწილს. 

სახელმწიფო ბიუჯეტს ემატება ხარჯი, ეს ტვირთი გადანაწილდება მოსახლეობაზე, რომელის ნაწილიც, რა თქმა უნდა, არ იქნება ამ საპენსიო სისტემაში, გამოდის, რომ არათანაბარი პირობები იქმენება, და ზოგიერთს მოუწევს არაპირდაპირ დააფინანსოს სხვისი საპენსიო ფონდი. 

ამასთანავე, მსგავსი სქემა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს სექტორში ჩარევაა, რის მიმართაც ეს უკანასკენლი ყოველთვის უარყოფითადაა განწყობილი და მსგავსი დავალდებულება თითქმის არასოდესაა შედეგის მომტანი. 

ფულს ყველა ადამიანისთვის განსხვავებული ღირებულება აქვს, ის ფაქტი, რომ ადამიანებს თანაბარი სახელფასო შემოსავალი აქვთ, არ ნიშნავს რომ ერთნაირად  სურთ საპენსიო დანაზოგის გაკეთება, არსებული სისტემა კი ყველას ათანაბრებს და აიძულებს ნაკარნახევი გეგმით იმოქმედოს. 

ზემოთჩამოთვლილი ნაკლოვანებების გამო, დღეს საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა არაეფექტურია. ვითარების გამოსწორებისათვის, საჭიროა, გაუქმდეს ,,ნახევრად სავალდებულო“ მოდელი და გახდეს სრულად ნებაყოფლობითი. მოსახლებას ყველაზე მეტად სჭირდება ვარიანტები და გარანტიები, შენატანების დაზღვევა ერთ-ერთი გამოსავალია რისკების შესამცირებლად, ადამიანს, რომელიც საკუთარი ყოველთვიური ბიუჯეტიდან რიცხავს ფულს მომავლისთვის, უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მომავალში ინფალაციის დონის გათვალისწინებით დაიბრუნებს თანხას. 

იქედან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას,  ერთი მოდელი ყველგან არ იმუშავებს. საქართველოსთვის მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა მისაღები იქნება, ეს გულისხმობს, რომ ქვეყანაში იმოქმედებს, როგორც სოლიდარობის პრინციპზე დამყარებული სქემა, (სახელმწიფო პენსიები) აგრეთვე, მოსახლეობას საშუალება ექნება თავად გადაწყვიტოს როდის და რა რაოდენობის თანხის შეტანა დაიწყოს საკუთარი მომავლისთვის, ყველა ადამიანისთვის შეიქმნება ინდივიდუალური სისტემა საპენსიო სქემის პროვაიდერ კომპანიასთან, რისთვისაც კერძო საპენსიო ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია, ამისთვის კი საინვესტიციო გარემოს მდგრადობა უნდა გაიზარდოს. თითქმის ყველა ეკონომიკური პრობლემის მოგვარების გზა (და ხშირად გამომწვევი მიზეზიც) ჯანსაღი, სახელმწიფო კონტროლისაგან მაქსიმალურად თავისუფალი ბაზარია, რაც შემდგომში სანდო საინვესტიციო გარემოსაც წარმოშობს. 

საპენსიო რეფორმის მრავალი ნაკლოვანების გამო ის გამოუსადეგარი ხდება, არ პასუხობს საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებსა თუ მოსახლეობის ინტერესებს, რის გამოც სქემა მრავალმა დატოვა. სამსვეტიანი საპენსიო სქემის სქემის ეტაპობრივად განხორციელებით ეს პრობლემა მოგვარდება, მორგებული იქნება მოსახლეობის ინტერესეზე.

- 'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'