ფრანკლინის კლუბი: ნარკოპოლიტიკა საქართველოში

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

ნარკოპოლიტიკა საქართველოში

ივნ 14, 2022 blog ლიკა კაველიძე

საქართველოში არსებული ბევრი, პრობლემის მიუხედავად, მათზე სათანადო მუშაობა და
გადაჭრის გზების პოვნა რატომღაც ყოველთვის მეორე ხარისხოვნად რჩება. ამასთან ერთად კი
არსებობს რეალობა, რომელიც ყოვლდღიურად უარესდება იმ ადამიანებისთვის , ვისთვისაც ამ
პრობლემების მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნარკოპოლიტიკის შემუშავების
საკითხი ძალიან საჭიროა, რადგან ის უშუალო ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, მათ შორის
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებზე, მათ ოჯახებზე, გარემოცვაზე და ,რა თქმა
უნდა, საზოგადოებაზე. სწორედ ასეთი ნარკოპოლიტიკაა დღეს საქართველოში, ის ძალიან
დიდი ხანია წარმოადგენს ადამინის უფლებათა შელახვის ერთ-ერთ საშუალებას , რომელიც
სამართალდამცავი სისტემის ხელშია. ნარკოპოლიტიკის საკითხი მთელი მსოფლიოს
მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუ გავიხსენებთ წლების წინ არსებულ
მიდგომებს, ვნახავთ რომ ნარკოპოლიტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში ხასიათდებოდა მკაცრი
მიდგომებით. გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც საქართველო ყოფილა „ნულოვანი
ტოლერანტობის პოლიტიკის ‘’ საშუალებით ასევე მკაცრი სანქციები და მექანიზმები იყო
გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ. თუმცა უნდა
აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის მიერ ჩატარებულმა სტატისტიკურმა კვლევამ აჩვენა რომ 2009 წელს
ინექციური ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებლის რაოდენობა იყო 40 000, ხოლო 2012
წელს შეადგინა 45 000, რაც მიუთითებს იმაზე რომ ამგვარი მიდგომა მკაფიო, მნიშვნელოვან
ცვლილებებს არ გვაძლევს ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის შემცირების მხრივ.
დღევანდელ რეალობაში, საუკეთესო მიდგომებისა და პრაქტიკის მქონე ქვეყნების
ნარკოსტრატეგია ემყარება ,ძირითადად, ოთხ ფუნდამენტალურ პრინციპს: პრევენციას,
მკურნალობას, ზიანისა და მიწოდების შემცირებას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს
ქვეყნები შეთანხმებულები არიან მთავარზე, რომ მხოლოდ დასჯითა და მკაცრი მიდგომებით
ვერ შეძლებენ გადაჭრან და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიონ ნარკომანიასთან ბრძოლაში.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს არამხოლოდ
სისხლისამართლებრივი პოლიტიკის ნაწილი, არამედ ის უნდა იქცეს ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის პოლიტიკის ნაწილადაც.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში არსებულ მიდგომებს, საქართველოში არსებული მიდგომა
ნარკოპოლიტიკის მიმართ საკმაოდ მკაცრია. აღსანიშნავია, ისიც რომ მკაფიო პრობლემის
მიუხედავად, მისი ძირეული რეფორმა არ განხორცილებულა და დღემდე ძალიან დიდი
პრობლემაა რეპრესირებული და უსამართლო გარემო რომელიც შექმნილია
ნარკომომხმარებლებისთვის . გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარება არის
კრიმინალიზებული ასევე მისი შენახვა, შეძენა, კულტივირებისთვის განსაზღვრულია
არასამართლიანი სანქციები, დოზები კი კანონით არ არის დარეგულირებული . 2012 წელს
ხელისუფლების ცვლილების შემდგომ საქართველოს ახალმა მმართველმა ძალამ აღიარა რომ
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით, აუცილებელი
იყო. მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მათ განახორციელეს ემსახურებოდა
სასჯელების შემცირებას, თუმცა იყო ფრაგმენტური და არსებითი ცვლილებები პრაქტიკულად
არ განხორიციელებულა. 2015 წლიდან დღემდე ცვლილებები კნონმდებლობაში
განპირობებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს მიერ, მისი პრაქტიკა
აჩვენებს, რომ დამოკიდებულება და მიდგომები რომლებიც სახელმწიფოს აქვს ნარკოტიკების
მომხმარებელთა მიმართ ძირითად შემთხვევებში, არაკონსტიტუციურია. ასეთია ერთ-ერთი
მნიშვნელვანი გადაყწვეტილება „ბექა წიქარიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, როდესაც
საკონსტიტუციო სასამრთლომ მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის მისი შეძენა შენახვისთვის,
მიკუთნებული სასჯელი , რომელიც მოიცავდა თავისუფლების აღკვეთას ცნო
არაკონსტიტუციურად. ეს და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებები , რა თქმა უნდა, მანიშნებელია
იმისა, რომ არსებობს არასწორი მიდგომები და სანქციები ნარკომომხმარებლების მიმართ. 2018
წლის 30 ივნისს საკონსტიტუციო სასმართლოს მიერ მიღებული გადაყწვეტილება „ჯაფარიძე,
მეგრელიშვილი საქართველოს პარლამნეტის წინააღმდეგ, საკოსნტიტუციო სასამრთლომ
გააუქმა მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც, ამ
გადაწყეტილების შემდეგ ადმინისტარიულ სამართალდარღვევათა კოდექს დაემატა ახალი
მუხლი, რომელიც აწესრიგებს მარიხაუანის მოხმარების საკითხებს, მკაცრად განსაზღვრავს
ვის,რა ვითარებაში შეუძლია ან ეკრძალება მოხმარება, ცვლილებების ერთ-ერთ მიზნად კი
სახელდება არასრულწლოვანთა და 21 წლამდე პირთა დაცვა, მათი მაქსმიალურად არიდება
მარიხუანის მავნე ზეგავლენისგან. ამ მიზნის მიუხედავად, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა
იყოს 21 წლამდე პირს რომელიც მოიხმარს მარიხუანას კანონმდებლობა სჯის, ნაცვლად იმისა,
რომ შესთავაზოს ზრუნვაზე ორიენტირებული გარემო.
2017 წლის 22 ივნისს, პარლამენტში სხვადასხვა საზოაგდოებრივი ჯგუფების გაერთიანებით
შემუშავებული კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომელიც რა თქმა უნდა, შემუშავებული იყო
გრძელვადიანი დისკუსიებისა და შეთანხმებების შედეგად, კანონპროექტზე ძირითადად იმუშავა
„ საქარველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“. შემუშავებული კანონპროექტით
ფუნდამენტალური ცვლილებები იგეგმებოდა იმ რეპრესიული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ
რაც სახელმწიფოს აქვს ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ. საკანონმდებლო პაკეტის
პარლამნეტში წარდგენისა და ჯანდაცვის კომიტეტზე მისი პირველი მოსმენით განხილვის მერე
ეს კანონპროექტი შეჩერებულია და მას რეალური შედეგები არ მოჰყოლია. შესაბამისად
შეგვიძლია ვთქვათ რომ, ხელისუფლება თავს არიდებს სისტემური რეფორმის ინიცირებასა და
საკითხზე პასუხისმგებლობის აღებას. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო
სტრატეგია , რომელიც მიიღეს 2013 წელს ნამდვილად არის პროგრესული გადაწყვეტილება
თუმცა ის , არ უნდა დარჩეს მხოლოდ პროგრესულ გადაწყვეტილებად და ის უნდა იქნეს
სისრულეში მოყვანილი.

შემუშავებული კანონპროექტის განხროციელება ითვალისწინებდა შემდეგი სახის
ბენეფიტებს, როგორიცაა: სასკოლო ასკიდან მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება
ნარკოტიკული საშუალებების მძიმე შედეგებზე , რაც აპრიორში შეძლებდა მათი ცნობიერებისა
და მზაობის ამაღლებას, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება რაც
გულისხმობს სპეციალური დაწესებულებების შექმნას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება
ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. კანონპროექით
დარეგულირებული იყო სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქების საკითხი ,
ნარკოტიკული ნივთიერებების დოზირების სამართლიანი განსაზღვრა, იძულებითი
ნარკოტიკული შემოწმების ცვლილება და ასევე მსჯავრდებულთა სამართლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამატებითი უფლებების შეზღუდვის უსამართლო
მექანიზმის გაუქმება რაც ხელს შეუწყობდა მათ უკეთეს რესოციალიზაციას.
ჩემი აზრით, ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო
ცვლილებები რეალურად არაფრის მომცემია, კანონპროექტის თანახმად რვა დასახლების
ნარკოტიკული საშუალებების მცირე,დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ხელახლა
განისაზღვრა და შესაბამისი ცვლილებები მათ დოზათა ნუსხაში განხორციელდა, თუმცა
შემოთავაზებული დოზები ძალიან მცირეა, რითიც შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს კანონი ეპიზოდურ
მომხმარებლებზეა გათვლილი და მხოლოდ მათ შეიძლება ამით სასჯელი შეუმსუბუქდეთ სხვა
ყველა დანარჩენს კი ეს ცვლილება არ შეეხება. ამიტომ არის საჭირო ამ ნივთიერებების
რეალისტური ოდენობების დადგენა რაც მოგვცემს რეალურ შედეგს. ასევე აუცილებელია
შემსუბუქდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ნარკოდანაშაულთან მიმართებაში
კერძოდ სადაც არ იკვეთება გასაღება, შეთავაზებული იყოს თავისუფლების აღკვეთის
ალტერნატიული სასჯელები. ასევე ნარკოდამოკიდებულებისთვის შეთავაზებული უნდა იყოს
სარეაბილიტაციო, სამკურნალო სერვისები. უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთავრობამ
იზრუნოს იმაზე რომ პრევენციის მიზნით ჩატარდეს სხვადახვა ღონისძიებები, რაც
პოპულარიზაციას გაუწევს ცხოვრების ჯანსაღ წეს და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, იმ ზიანს
რომელიც ნარკომომხმარებლებს ადგებათ ნარკოტიკის მოხმარებისგან. ასევე ვფიქრობ კარგი
იქნება თუ შეიქმნება, კომისიები რომლებიც ინდივიდუალურად უზრუნველყოფენ ადამიანის
საჭიროებიდან გამომდინარე, მის გადამისამართებას საჭირო სამკურნალო
დაწესებულებაში,მხარდაჭერის ან ზრუნვის სერვისის შეთავაზებას. მიუხედავად კანონპროექტის
ამ და სხვა სიკეეთეებისა, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ უამრავი ნარკომომხმარებელი რჩება იმ
პრობლეების წინაშე , რომელთა მოგვარებაც რეალურია და ამისთვის ქმედითი ნაბიჯების
გადადგმაა საჭირო. ამ უმოქმედობის ლოგიკური შედეგი კი არის ის , რომ ქვეყანაში არ არსებობს
ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული ისეთი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც
მნიშვნელოვნია ნარკოპოლიტიკის სფეროში პოლიტიკის რაციონალურად და სამართლიანად
განსაზღვრისთვის, შესაბამისად სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა
მდგომარეობაა ნარკოტიკის მოხმარების კუთხით საქართველოში და რა ზომების მიღებაა
საჭირო. ამასთან ეს უმოქმედობა ხელს უწყობს პრობლემური მომხმარებლების რიცხვის
გაზრდას და ნარკოტიკის დოზის გადაჭარბებით გამოწვეულ სიკვდილიაობას.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში არსებულ მიდგომებსა და ნარკოპოლიტიკას, ბევრი ევროპული
ქვეყანა არ ითვალისწინებს სისხლისამართლებრივ მიდგომებს ნარკოტიკულ საშუალებების
მომხმარებლებისთვის. მაგალითად პორტუგალიაში თუკი გარკვეული ოდენობის აღმოჩენის
შემთხევაში არ იკვეთება გასაღების ნიშნები, პირი გადაეცემა ადგილობრივ კომისიას. კომისია
შედგება: ექიმებისგან, ფსიქოლოგისგან,სოციალური მუშაკისგან, სამართლის ექსპერტებისგან,
ისინი შეიმუშავებენ აღნიშნული პირის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე რეაბილიტაციისა
და მკურნალობის გეგმას.
შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა და
განხორციელებული პრაქტიკა არ არის მორგებული ადამიანზე , მიუხედავად იმისა რომ
არსებობს სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი რომელიც შეესაბამება განვითარებულ
ქვეყნებში არსებულ მიდგომებს, მაინც ამოსავალი წერტილი არ არის ადამიანის უფლებების
დაცვა, მასზე ზრუნვა და საჭირო სერვისების შეთავაზება. სამწუხაროდ, ისევ ძირითადი
მითითებები კეთდება დასჯაზე და ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზებაზე, რაც საბოლო
ჯამში იწვევს მომხმარებლების სტიგმატიზებას.

 'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'