ეპიზოდი 1: ირაკლი ხვადაგიანი - მეხსიერების პოლიტიკა მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელ და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას. მოძრაობის წევრებს შორის არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო პირველი ქართული რესპუბლიკა, თუმცა, 1918 წელს ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და 1918-21 წლებში შევქმენით პირველი რესპუბლიკა, 1921 წელს კი კონსტიტუციაში ავსახეთ ყველა ის ღირებულება, რომელსაც ახლადშექმნილი რესპუბლიკა უნდა დაფუძნებოდა. სამწუხაროდ, პირველმა რესპუბლიკამ სულ სამი წლის განმავლობაში იარსება და დასრულდა საბჭოთა კავშირის 70 წლიანი ოკუპაციით. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში შეიქმნა ახალი ისტორია საბჭოთა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესახებ, რომელიც დევნიდა და ამახინჯებდა რესპუბლიკანურ იდეებს. ის რაც ქართველებმა შევქმენით, დაგვავიწყეს ოკუპანტებმა. ქართველები პირველ რესპუბლიკაში შევთანხმდით, რომ: მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან; ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით; სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება; სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან; არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიური და კულტურული განვითარება; და კიდევ არაერთ საკითხზე შევთანხმდით. ამ ღირებულებებზე შევთანხმდით 101 წლის წინ, ეს ღირებულებები ჩვენი კონსტიტუციური ტრადიციაა, ჩენი ეროვნული თანხმობის საგანია. 70 წლიანმა საბჭოთა პროპაგანდამ, რომელიც დღესაც აგრძელებს მუშაობას დაგვაჯერა, რომ პირველ რესპუბლიკაში დაფუძნებული ღირებულებები ჩვენ არ გვეკუთვნის და ამერიკის, ევროპის მიერაა ჩვენზე თავსმოხვეული. პროექტი„პირველი რესპუბლიკა“ მიზნად ისახავს პირველი რესპუბლიკის ისტორიული მემკვიდრეობასა და დღევანდელ რესპუბლიკას შორის ხიდების აღდგენას. საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ რისთვისაც დღეს ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება 101 წლის წინაც ეროვნული თანხმობის საკითხს წარმოადგენდა." პროექტი ერთდროულად ხორციელდება ჩვენი პოდკასტის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და ფრანკლინის კლუბის ძალისხმევით. თუ მოგწონთ საქმე, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენი მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ 👇 👉 Paypal - paypal.me/vzhizh 👉 თიბისი ბანკი - #GE80TB7008045061100110 👉 საქართველოს ბანკი - #GE84BG0000000269015800 👉 მიმღები: ვასილ ჟიჟიაშვილი.